რუსული გამოცემა: კვარაცხელიამ მილანთან კონტრაქტი შეათანხმა
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიამ მილანთან ხელშეკრულება შეათანხმა.
ამის შესახებ რუსული გამოცემა metaratings.ru იუწყება და წერენ, რომ ტრანსფერის საკითხში ფეხბურთელს რეკომენდაცია მილანის ყოფილმა ქართველმა მცველმა კახა კალაძემ გაუწია.
მილანის კვარაცხელიასადმი ინტერესის შესახებ ჯერ კიდევ 2021 წლის გაზაფხულზე დაიწერა, თუმცა მაშინ რუბინის პრეზიდენტმა რუსტემ საიმანოვმა უარყო რომელიმე იტალიური კლუბის წინადადება.
ხვიჩა კვარაცხელია ყაზანის რუბინში 2019 წლიდან ირიცხება. მან რუსული გუნდის მაისურით 51 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 8 გოლი გაიტანა და 13 საგოლე პასი გააკეთა.