ავტორიზაცია

კიელინი კვლავ თავისუფალი აგენტია — რას ითხოვს იტალიელი იუვენტუსისგან?

კიელინი კვლავ თავისუფალი აგენტია — რას ითხოვს იტალიელი იუვენტუსისგან?
თარიღი 24 ივლ 2021, 21:44

"იუვენტუსი" და მცველი, ჯორჯო კიელინი უახლოეს პერიოდში ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებებს დაიწყებენ.

იტალიის ნაკრების კაპიტანი ამჟამად თავისუფალი აგენტია, რადგან ტურინელებთან ხელშეკრულების ვადა 30 ივნისს ამოეწურა.

როგორც ვარაუდობენ, 36 წლის ფეხბურთელი "ბებერ ქალბატონთან" ახალ კონტრაქტს მოაწერს ხელს, მაგრამ მოლაპარაკებები მისი შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ დაიწყება.

კიელინის, რომელსაც აგვისტოში 37 წელიწადი უსრულდება, 2-წლიანი ხელშეკრულების გაფორმება უნდა, ხელფასის გაზრდასთან ერთად.

წინა კონტრაქტის თანახმად, იტალიელი წლიურად 3,5 მილიონს გამოიმუშავებდა, ახლა კი 5 მილიონის მოთხოვნას აპირებს. დიდი ალბათობით, "იუვენტუსი" ამ ვარიანტს იუარებს, რადგან სახელფასო ხარჯების შემცირებას გეგმავს.