ავტორიზაცია

"მოლაპარაკებები გრძელდება", - სოლსკიაერი მანჩესტერ იუნაიტედში პოგბას მომავალზე ალაპარაკდა

"მოლაპარაკებები გრძელდება", - სოლსკიაერი მანჩესტერ იუნაიტედში პოგბას მომავალზე ალაპარაკდა
თარიღი 24 ივლ 2021, 22:18

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ოლე გუნარ სოლსკიაერმა ნახევარმცველ პოლ პოგბას მომავალზე ისაუბრა.

"პოლის აგენტსა და კლუბის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები გრძელდება", - ციტირებს ნორვეგიელი სპეციალისტის სიტყვებს ESPN.

"პოლთან მთელი ჩემი დიალოგი იმის მანიშნებელია, რომ სულმოუთქმელად ელოდება ახალ სეზონს. პოგბაზე ჭორები მუდმივად ვრცელდება, მაგრამ დეტალების შესახებ არ ვიცი. ამ საკითხთან დაკავშირებით, სათქმელი ნამდვილად არაფერი მაქვს".

"ყოველთვის არიან დაინტერესებული კლუბები და რა თქმა უნდა, პოლის საუკეთესო გამოსვლები გვინახავს. იცის, რომ ამაზე ვფიქრობთ. პირადად მე მასთან მუშაობა მომწონს. იმედი მაქვს, ერთად ვიმუშავებთ", - დასძინა სოლსკიაერმა.

შეგახსენებთ, 28 წლის ფრანგ სუპერვარსკვლავს "ეშმაკუნებთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა მომავალ ზაფხულს ეწურება.