ავტორიზაცია

ვილიარეალის მცველი ალ ნასრში გადავიდა

ვილიარეალის მცველი ალ ნასრში გადავიდა
თარიღი 24 ივლ 2021, 23:25

"ვილიარეალის" მცველმა, ფუნეს მორიმ კონტრაქტი "ალ ნასრთან" გააფორმა, წერს არაბული კლუბის ოფიციალური საიტი.

30 წლის არგენტინელის კონტრაქტის დეტალები არ ხმაურდება.

მორი "ვილიარეალის" ღირსებას 2018 წლის ზაფხულიდან იცავდა.

გასულ სეზონში მცველმა ყველა ტურნირზე ერთად 20 მატჩი ჩაატარა და "ყვითელ წყალქვეშა ნავთან" ერთად ევროპა ლიგა მოიგო.