ავტორიზაცია

ატალანტა იუვენტუსის მცველს იმატებს

ატალანტა იუვენტუსის მცველს იმატებს
თარიღი 24 ივლ 2021, 23:38

"ატალანტას" "იუვენტუსის" მცველის, ჯანლუკა ფრაბოტას იჯარით დამატება უნდა.

აღნიშნულ ინფორმაციას ჟურნალისტი, ნიკოლო სკირა ავრცელებს.

ბერგამოელები ტურინელებს უკვე შეუთანხმდნენ. როგორც აღინიშნება, "ატალანტას" 22 წლის მცველის შესყიდვის უფლება ექნება.

გასულ სეზონში ფრაბოტამ "იუვეს" რიგებში 17 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 1 ასისტი გააკეთა.