ავტორიზაცია

ვან აანჰოლტი მომავალი სეზონიდან გალათასარაიში ითამაშებს

ვან აანჰოლტი მომავალი სეზონიდან გალათასარაიში ითამაშებს
თარიღი 24 ივლ 2021, 23:54

თავისუფალი აგენტის სტატუსის მქონე მცველი, პატრიკ ვან აანჰოლტი "გალათასარაის" შეუთანხმდა.

30 წლის ჰოლანდიელი სამედიცინო შემოწმებას გაივლის, შემდეგ კი 2024 წლამდე გათვლილ კონტრაქტს მოაწერს ხელს, წერს ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო.

ვან აანჰოლტი რამდენიმე კვირა აწარმოებდა თურქულ კლუბთან მოლაპარაკებებს. რაღაც მომენტში გარიგება ჩაიშალა.

თუმცა, "გალათასარაიმ" პირობები შეცვალა და ფეხბურთელი კონტრაქტის გაფორმებაში დაარწმუნა.

2020/21 წლების სეზონში ვან აანჰოლტმა "კრისტალ პალასის" რიგებში 23 მატჩი ჩაატარა და 1 შედეგიანი პასი გააკეთა.