VIDEO: მამარდაშვილმა ვალენსიაში 90 წუთი ითამაშა, გუნდმა 3:2 მოიგო - გიორგის ყველა სეივი ამ მატჩიდან
წინასასეზონო მომზადების ამხანაგურ შეხვედრაში „ვალენსიამ" „კარტახენა" 3:2 დაამარცხა, გიორგი მამარდაშვილმა კი მოედანზე 90 წუთი გაატარა და რამდენიმეჯერ საკუთარი კარი აშკარა გოლისგანაც იხსნა.
შეგახსენებთ, რომ „დინამო თბილისის" მეკარე „ვალენსიაში" ამ ზაფხულს იჯარით გადავიდა, „ღამურებს" მომავალ წელს მისი გამოსყიდვაც შეეძლებათ.