ავტორიზაცია

ნაპოლის ნახევარმცველს შესაძლოა ექვს თვემდე გაუცდეს

ნაპოლის ნახევარმცველს შესაძლოა ექვს თვემდე გაუცდეს
თარიღი: 25 ივლ 2021, 16:00

„ნაპოლის“ ნახევარმცველმა დიეგო დიმემ, „პრო ვერჩელის“ წინააღმდეგ გამართულ ამხანაგურ მატჩში (1:1), ტრავმა მიიღო.

29 წლის ფეხბურთელმა მოედანზე 16 წუთი გაატარა და მეტოქის უხეში ვარდნის შემდეგ, ტრავმა მიიღო, რის გამოც მოედნიდან მისი საკაცით გაყვანა გახდა საჭირო.

Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, ექიმები შიშობენ, რომ ფეხბურთელს შესაძლოა მუხლის წინა ჯვარედინი მყესები ჰქონდეს დაზიანებული.

ასეთი დიაგნოზის გამართლების შემთხვევაში, დემეს ტრავმის გამო დაახლოებით ექვსი თვე გაუცდება.

შეგახსენებთ, რომ დემე „ნაპოლიში“ „რბ ლაიპციგიდან“ 2020 წლის იანვარში გადავიდა. გასულ სეზონში მან სერია ა-ს 35 მატჩში 3 გოლი და 3 ასისტი მიითვალა.