ავტორიზაცია

ბარსელონამ 15 მილიონი ევრო დაიწუნა და მეტს ითხოვს - რომა კატალონიელთა მცველის შეძენაზე მუშაობს

ბარსელონამ 15 მილიონი ევრო დაიწუნა და მეტს ითხოვს - რომა კატალონიელთა მცველის შეძენაზე მუშაობს
თარიღი 25 ივლ 2021, 16:11

კატალონიური გამოცემა Sport.es-ის ინფორმაციით, „რომა“ „ბარსელონას“ მცველის, კლემან ლანგლეს შეძენით არის დაინტერესებული.

გამოცემა იტყობინება, რომ რომაულმა გუნდმა „ბლაუგრანასთან“ მოლაპარაკებები უკვე წამოიწყო და კატალონიელებს 15 მილიონი ევროც შესთავაზა.

თუმცა, „ბარსელონა“ ფიქრობს, რომ ეს საკმარისი არ არის და ლანგლეს სანაცვლოდ 25 მილიონ ევროს ითხოვს.

თავად ფრანგს მომავალი სეზონისთვის „კამპ ნოუზე“ დარჩენა სურს, რის შესახებაც უკვე თვენახევრის წინ ღიადაც განაცხადა.

ლანგლეს გაშვება „ბარსასთვის“ ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რადგან ერიკ გარსიას მოსვლის შემდეგ, რონალდ კუმანის გეგმებში ფრანგი ფეხბურთელი აღარ შედის. 

კლემან ლანგლე „ბარსელონაში“ 2018 წლიდან თამაშობს. გასულ სეზონში მან ესპანურ პრიმერას 33 მატჩში ითამაშა, გაიტანა 1 გოლი, 1 ავტოგოლი და მიიღო 9 ყვითელი ბარათი.