ავტორიზაცია

ნაინგოლანს ინტერთან კონტრაქტის საბოლოოდ გაწყვეტა სურს - მას კარგი შემოთავაზება აქვს

ნაინგოლანს ინტერთან კონტრაქტის საბოლოოდ გაწყვეტა სურს - მას კარგი შემოთავაზება აქვს
თარიღი 25 ივლ 2021, 16:19

ნახევარმცველმა რაჯა ნაინგოლანმა შესაძლოა „ინტერი“ საბოლოოდ დატოვოს.

ჟურნალისტ ნიკოლო სკირას ინფორმაციით, ბელგიელს მილანურ გუნდთან კონტრაქტის ნაადრევად გაწყვეტა სურს.

საქმე ისაა, რომ ნაინგოლანს თურქული „ბეშიქთაში“ ეპატიჟება, რომელიც 2-წლიან კონტრაქტს და ხელფასის სახით 2.5 მილიონ ევროს (+500 ათასს ბონუსებით) სთავაზობს.

თუმცა, თავად ფეხბურთელი ისევ „კალიარისგან“ ელოდება შემოთავაზებას, რომელსაც რამდენჯერმე იჯარით შეუერთდა.

2020/21-სეზონის მეორე ნახევარი ნაინგოლანმა „კალიარიში“ იჯარით გაატარა, რომელშიც 22 მატჩში 1 გოლი გაიტანა. 

ჯამში, ნაინგოლანს „კალიარიში“ უკვე სამჯერ აქვს ნათამაშები - გასული სეზონის მეორე ნახევრის გარდა, მთელი 2019/20-სეზონი და იქამდე, 2010-2014 წლები.