ავტორიზაცია

დიეგო კოშტამ კარიერა შესაძლოა პორტუგალიის ჩემპიონატში გააგრძელოს

დიეგო კოშტამ კარიერა შესაძლოა პორტუგალიის ჩემპიონატში გააგრძელოს
თარიღი 25 ივლ 2021, 16:33

ესპანელმა ფორვარდმა დიეგო კოშტამ კარიერა შესაძლოა პორტუგალიის ჩეპიონატში გააგრძელოს.

ჟურნალისტ რუდი გალეტის ინფორმაციით, პორტუგალიელები თავდამსხმელთან პირადი კონტრაქტის დეტალების შეთანხმებას ცდილობენ.

კოშტას „ბენფიკას“ გარდა „ბეშიქთაშიც“ ეპატიჟება, თუმცა თურქები მას პორტუგალიელებზე ცუდ ფინანსურ პირობებს სთავაზობენ.

დიეგოს ხელფასის სახით სეზონში 3 მილიონი ევროს და ბონუსების მიღება სურს. პორტუგალიელები მისით მარტიდან ინტერესდებიან.

დიეგო კოშტამ დეკემბერში „ატლეტიკო“ კონტრაქტის გაწყვეტის შემდეგ დატოვა და მას მერე თავისუფალი აგენტია.