ავტორიზაცია

რეალი და ჩელსი პსჟ-ს მცველისთვის იბრძოლებენ

რეალი და ჩელსი პსჟ-ს მცველისთვის იბრძოლებენ
თარიღი 25 ივლ 2021, 17:00

„პსჟ-ს“ მცველმა პრესნელ კიმპემპემ კარიერა შესაძლოა სხვა გუნდში გააგრძელოს.

იტალიური პრესის ინფორმაციით, ფეხბურთელზე პრეტენზიას მადრიდის „რეალი“ და „ჩელსი“ აცხადებენ.

„რეალი“ კიმპემბეს სერხიო რამოსის და რაფაელ ვარანის შემცვლელად მოიაზრებს, რომელიც, სავარაუდოდ, კარიერას „მანჩესტერ იუნაიტედში“ გააგრძელებს.

თუმცა, მადრიდელთა კონკურენტი ამ ტრანსფერში ლონდონის „ჩელსი“ იქნება - კიმპემბეს ყოფილმა მწვრთნელმა, თომას ტუხელმა, შესაძლოა ფრანგი „სტემფორდ ბრიჯზე“ გადასვლაზეც დაიყოლიოს.