ავტორიზაცია

სადებიუტო გოლი სადებიუტო მატჩში — კუმანი მემფის დეპაის წარმატებულ სტარტს ეხმაურება

სადებიუტო გოლი სადებიუტო მატჩში — კუმანი მემფის დეპაის წარმატებულ სტარტს ეხმაურება
თარიღი 25 ივლ 2021, 20:21

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა "ჟირონასთან" (3:1) გამართულ მატჩში თავდამსხმელ მემფის დეპაის თამაში შეაფასა.

მოგეხსენებათ, 27 წლის ჰოლანდიელმა "ბლაუგრანას" რიგებში პირველი მატჩი ჩაატარა და სადებიუტო გოლიც შეაგდო.

"ვფიქრობ, მემფისმა კარგად ითამაშა. ხარისხიანი ფეხბურთელია, რაც გარკვეულ მომენტებში გამოჩნდა კიდეც".

"ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფიგურაა, რადგან შეტევის ხაზში კონკურენცია გვჭირდება", - ციტირებს "ლურჯ-ბროწეულისფერთა" თავკაცის სიტყვებს Marca.

შეგახსენებთ, მემფისი კატალონიურ გრანდს ამ ზაფხულს "ლიონიდან" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.