ავტორიზაცია

"ვიცი, ჩემგან ბევრს ელიან", - დეპაის კომენტარი ბარსელონაში ჩატარებული სადებიუტო მატჩის შემდეგ

"ვიცი, ჩემგან ბევრს ელიან", - დეპაის კომენტარი ბარსელონაში ჩატარებული სადებიუტო მატჩის შემდეგ
თარიღი 25 ივლ 2021, 20:55

"ბარსელონას" თავდამსხმელმა, მემფის დეპაიმ კატალონიურ კლუბში ჩატარებული სადებიუტო მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

27 წლის ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა "ჟირონასთან" (3:1) გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და გოლიც გაიტანა.

"ბედნიერი ვარ, რომ ჩემი პირველი წუთები ვითამაშე. მომეწონა. ძალიან მიხარია", - ციტირებს დეპაის სიტყვებს MARCA.

"ვიცი, ჩემგან ბევრს ელიან. ბევრი ვიმუშავე".

"როცა ჩვენს სტადიონზე ვითამაშებთ, წარმოუდგენელი იქნება. გულშემატკივრები ენერგიას მოგვცემენ", - დასძინა მემფისმა.