ავტორიზაცია

"რონალდუს ისეთივე კარგი სუნი აქვს, როგორც გამოიყურება?", - ჟურნალისტის უხერხული კითხვა ანდრე სილვას

"რონალდუს ისეთივე კარგი სუნი აქვს, როგორც გამოიყურება?", - ჟურნალისტის უხერხული კითხვა ანდრე სილვას
თარიღი 25 ივლ 2021, 21:17

"ლაიფციგის" ფეხბურთელის რანგში პორტუგალიელი თავდამსხმელის, ანდრე სილვას პრეზენტაციაზე ჟურნალისტმა ფეხბურთელი უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა.

კორესპონდენტმა ფორვარდს ჰკითხა: "კრიშტიანუ რონალდუსთან ერთად იზიარებდით გასახდელს. სიმპათიური ბიჭია. ისურვებდით გამხდარიყავით ისეთივე მაგარი ფეხბურთელი, როგორიც ის არის და გქონდეთ მისნაირი კუნთები? ისეთივე კარგი სუნი აქვს, როგორც გამოიყურება?".

"სილვამ სიმშვიდე შეინარჩუნა და უპასუხა: "თუ ერთხელაც ისეთივე ტიტულებს მოვიგებ, როგორებიც კრიშტიანუ რონალდუმ მოიგო, შესანიშნავი იქნება. მაგრამ ვფიქრობ, ყველა ადამიანს თავისი გზა აქვს. მე ჩემი მაქსიმუმის ჩვენებაზე ვარ კონცენტრირებული".

"კარგი იქნებოდა რონალდუს თუნდაც ერთი მიღწევის გამეორება. სუნამოს ვთხოვ, რათა ვუსუნო", - თქვა 25 წლის ფორვარდმა.

შეგახსენებთ, ანდრე სილვა რონალდუსთან ერთად პორტუგალიის ნაკრების ღირსებას 2016 წლიდან იცავს.

"მათ ლოყებზე ცრემლები დავინახე, მეც ვიტირე", - რონალდუმ კარიერაში ყველაზე რთული მომენტი დაასახელა