ავტორიზაცია

კუნდეს შეძენა 3 ევროპულ გრანდს სურს — სევილიამ ფასი დაასახელა

კუნდეს შეძენა 3 ევროპულ გრანდს სურს — სევილიამ ფასი დაასახელა
თარიღი 25 ივლ 2021, 21:47

"სევილია" მზად არის მცველ ჟიულ კუნდეს მხოლოდ იმ თანხის სანაცვლოდ შეელიოს, რომელიც პრაქტიკულად მისი კლაუსულის (80 მლნ ევრო) ტოლფასი იქნება.

ასე და ამგვარად, როგორც ესპანურ პრესაში წერენ, ანდალუსიელები 22 წლის ფრანგში 70-75 მილიონ ევროს ითხოვენ.

თუმცა, "სევილიასთვის" დაინტერესებული კლუბებიდან არცერთს არ შეუთავაზებია 55 მილიონზე მეტი - მათ შორის არიან "მანჩესტერ სიტი", "რეალი" და "ჩელსი".

გასულ სეზონში კუნდემ ესპანეთის ჩემპიონატში 34 მატჩ ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.

ცნობისთვის, მოქმედი ხელშეკრულების ვადა ახალგაზრდა უკანახაზელს "სევილიასთან" 2024 წლის 30 ივნისს ეწურება.