ავტორიზაცია

ტოტენჰემი და სევილია ფეხბურთელების გაცვლაზე შეთანხმდნენ — ფაბრიციო რომანო

ტოტენჰემი და სევილია ფეხბურთელების გაცვლაზე შეთანხმდნენ — ფაბრიციო რომანო
თარიღი 25 ივლ 2021, 23:24

"ტოტენჰემის" შემტევი ნახევარმცველი, ერიკ ლამელა "სევილიაში" ითამაშებს, იტყობინება ავტორიტეტული ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო.

გავრცელებული ინფორმაციით, 29 წლის არგენტინელი უკვე ანდალუსიაშია და სამედიცინო შემოწმების გასავლელად ემზადება.

როგორც აღინიშნება, "ტოტენჰემი" სანაცვლოდ თავდამსხმელ ბრაიან ხილს მიიღებს, რომელიც "დეზებთან" 2026 წლამდე გათვლილ კონტრაქტს მოაწერს ხელს.

გასულ სეზონში ლამელამ ყველა ტურნირზე ერთად ლონდონელთა რიგებში 35 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი გადაცემა გააკეთა.