ავტორიზაცია

ჩელსი და იუვენტუსი მანჩესტერის ყოფილი გოლკიპერით ინტერესდებიან

ჩელსი და იუვენტუსი მანჩესტერის ყოფილი გოლკიპერით ინტერესდებიან
თარიღი 25 ივლ 2021, 23:30

"ჩელსი" და "იუვენტუსი" "მანჩესტერ იუნაიტედის" ექს-გოლკიპერ სერხიო რომეროთი ინტერესდებიან, იტყობინება ESPN.

გავრცელებული ინფორმაციით, 34 წლის არგენტინელის გარშემო არსებულ ვითარებას "გრანადაც" აკვირდება.

2020/21 წლების სეზონში რომეროს "ეშმაკუნების" რიგებში ერთი მატჩიც კი არ ჩაუტარებია.

გამოცდილ კარის დარაჯს "მანჩესტერ იუნაიტედთან" კონტრაქტის ვადა 30 ივნისს ამოეწურა და ამჟამად თავისუფალი აგენტია.