ავტორიზაცია

მიუხედავად მილანის ინტერესისა, ოდრიოსოლას რეალიდან წასვლა არ უნდა

მიუხედავად მილანის ინტერესისა, ოდრიოსოლას რეალიდან წასვლა არ უნდა
თარიღი 25 ივლ 2021, 23:34

"რეალის" მცველი, ალვარო ოდრიოსოლა გუნდიდან წასვლას არ აპირებს, წერს AS.

გავრცელებული ინფორმაციით, 25 წლის ესპანელით "მილანი" ინტერესდება, თუმცა ფეხბურთელი "სამეფო კლუბის" შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრებისთვის აპირებს ბრძოლის გაგრძელებას.

2020/21 წლების სეზონში ოდრიოსოლამ "რეალის" რიგებში 16 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.

Transfermarkt-ის ვერსიით, მადრიდელთა უკანახაზელის სატრანსფერო ფასი 10 მილიონ ევროს შეადგენს.