ბასილაშვილმა დრამატულ მატჩში იმარჯვა და მერვედფინალში გავიდა - წინ ურთულესი მეტოქეა
ოლიმპიური თამაშების 1/16-ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილმა იტალიელ ლორენცო სონეგოს მოუგო და მერვედფინალში გასვლა მოახერხა.
პირველი სეტი ბასილაშვილმა 6:4 მოიგო, რისთვისაც 1 საათი და 3 წუთი დასჭირდა.
მეორე სეტში უპირატესობა იტალიელის მხარეს გადავიდა, რომელმაც 45 წუთში 6:3 იმარჯვა და საქმე გადამწყვეტ სეტამდე მიიყვანა.
დისაიდერი კი ყველაზე დრამატული გამოდგა - ბასილაშვილმა ბრეიკით წაიყვანა და 5:3-ზე სეტზეც აწვდიდა, თუმცა სონეგომ უკუბრეიკი შეასრულა და თითქოს, მატჩში დაბრუნდა.
თუმცა, ბასილაშვილმა მატჩის დახურვა მეტოქის მოწოდებაზე მოახერხა და მერვედფინალშიც შეაბიჯა.
მატჩი 2 საათსა და 43 წუთს გაგრძელდა და საბედნიეროდ, ბასილაშვილის სასარგებლოდ 6:4 3:6 6:4 დასრულდა.
მერვედფინალში კი ბასილაშვილს დიდი გამოცდა ელის - მისი მეტოქე მეოთხე ნომრად განთესილი ალექსანდრ ზვერევი იქნება.