ავტორიზაცია

BREAKING: შეთანხმება მიღწეულია - რაფაელ ვარანი მანჩესტერ იუნაიტედის ფეხბურთელია

BREAKING: შეთანხმება მიღწეულია - რაფაელ ვარანი მანჩესტერ იუნაიტედის ფეხბურთელია
თარიღი 26 ივლ 2021, 14:02

მადრიდის „რეალი“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“ ბოლო დეტალებს აგვარებენ.

სამეფო კლუბის ფრანგი მცველი რაფაელ ვარანი კარიერას „მანჩესტერ იუნაიტედში“ გააგრძელებს.

კლუბებმა პრაქტიკულად სრულ შეთანხმებას მიაღწიეს და როგორც ესპანური გამოცემა Marca წერს, ტრანსფერი დაახლოებით 45 მილიონ ევროდ დიახურება.

ვარანმა „მანჩესტერ იუნაიტედთან“ პირადი კონტრაქტის დეტალები დიდი ხნის წინ შეათანხმა, მისი ხელფასი 10 მილიონ ევროზე მეტი იქნება და ის 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

მომავალ ზაფხულს ვარანს „რეალთან“ კონტრაქტი უმთავრდებოდა და მან კლუბს გახანგრძლივებაზე უარი უთხრა, რის გამოც მადრიდელებს მის გაყიდვაზე დაფიქრება მოუწიათ, რათა მომავალ ზაფხულს უფასოდ არ დაეკარგათ.

სათქმელია აქვე ისიც, რომ მიუხედავად ვარანი - რამოსის დაკარგვისა, „რეალი“ მათი შემცვლელების ძიებას არ აპირებს და მომავალ სეზონში ძირითად მცველებად მილიტაო - ალაბას მოიაზრებს.