ავტორიზაცია

ეტო'ო: "ეს მესი თამაშობდა ჩემთან ერთად და არა მე - მასთან"

ეტო'ო: "ეს მესი თამაშობდა ჩემთან ერთად და არა მე - მასთან"
თარიღი 26 ივლ 2021, 15:50

„ბარსელონას“ თავდამსხმელმა, სამუელ ეტო’ომ, ლეო მესის გვერდით თამაშზე დასმულ შეკითხვას კატეგორიულად უპასუხა.

„ეს მესი თამაშობდა ჩემთან ერთად და არა მე - მასთან. ეს სულ სხვა საკითხია.

იმ დროს, სწორედ ის თამაშობდა ჩემს გვერდით და არა პირიქით, ის სულ სხვა პერიოდი იყო.

რაც შეეხება მესის კარიერას „ბარსელონაში“, მე მისი წარმოდგენა სხვა კლუბში არ შემიძლია. „ბარსა“ - მისი სახლია, მისი სიყვარული.

არამგონია, რომ მისი ერთგულება ფულს უკავშირდებოდეს. ლეო - „ბარსელონაა“, „ბარსელონა“ კი - ლეო!

ვიცი, რომ ლაპორტა მას საინტერესო და საიმედო პროექტს მოუმზადებს.“ - ციტირებს ეტო’ოს სიტყვებს Daily mail.

შეგახსენებთ, რომ მესის „ბარსელონასთან“ კონტრაქტი ოფიციალურად 30 ივნისს ამოეწურა და მხარეებს ჯერ ახალი ხელშეკრულება ოფიციალურად არ გაუფორმებიათ.