ავტორიზაცია

ჯონ ტერიმ ასტონ ვილას დატოვების გადაწყვეტილება მიიღო და თავისი ეს ნაბიჯი ახსნა კიდეც

ჯონ ტერიმ ასტონ ვილას დატოვების გადაწყვეტილება მიიღო და თავისი ეს ნაბიჯი ახსნა კიდეც
თარიღი 26 ივლ 2021, 15:54

„ჩელსის“ ექს-კაპიტანმა ჯონ ტერიმ, „ასტონ ვილას“ სამწვრთნელო შტაბის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

საკუთარი ნაბიჯი მან ასე ახსნა: „ჩემთვის დიდი პატივი და პრივილეგია იყო ბოლო სამი წლის „ასტონ ვილაში“ გატარება, მაგრამ ვგრძნობ, რომ ახლა დროა, წარმოუდგენლად რთული გადაწყვეტილება მივიღო და წინსვლა გავაგრძელო.

მინდა, მაქსიმალურად გულწრფელი ვიყო მთავარი მწვრთნელის და  „ასტონ ვილაში“ ყველას მიმართ. მართლა მგონია, რომ ახალი სეზონის გუნდთან ერთად დაწყება არ იქნება მართებული, როცა 100%-ით დარწმუნებული არ ხარ საკუთარ თავში.

ვგეგმავ, გარკვეული პერიოდი ოჯახთან ერთად გავატარო, შემდეგ კი ევროპულ კლუბებში გავაგრძელებ საქმიანობას, რათა დასახულ მიზანს მივაღწიო და მთავარი მწვრთნელი გავხდე.“ - ციტირებს ტერის სიტყვებს „ასტონ ვილას“ პრესსამსახური.

პროფესიონალური კარიერის უდიდესი ნაწილი ტერიმ „ჩელსიში“ გაატარა (1998-2017), ბუცები ლურსმანზე კი სწორედ „ასტონ ვილაში“ ჩამოკიდა, რომელშიც ერთი სეზონი გაატარა (2017/18).