ავტორიზაცია

ჯეკო: "ჭორებზე კომენტარის კეთება მომბეზრდა"

ჯეკო: "ჭორებზე კომენტარის კეთება მომბეზრდა"
თარიღი 26 ივლ 2021, 15:56

„რომას“ თავდამსხმელმა ედინ ჯეკომ აღიარა, რომ მხოლოდ ამ გუნდში თამაშზე ფიქრობს.

პრესაში აქტიურად იწერება, რომ ბოსნიელი თავდამსხმელით „იუვენტუსი“ და „მილანი“ ინტერესდებიან.

„ჭორებზე კომენტარის კეთება მომბეზრდა. მე ვფიქრობ მხოლოდ „რომაზე“ და სხვა არაფერზე.“ - ციტირებს ჯეკოს სიტყვებს Sky Sport Italia.

35 წლის ბოსნიელ ფორვარდს „რომასთან“ კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში ეწურება. პრესაში იწერება, რომ რომაულ გუნდს მაურო იკარდის შეძენა სურს, რაც ჯეკოს წასვლას გაუღებდა კარს, რომელიც გასულ ზაფხულს „იუვენტუსში“ გადასვლასთან იყო ახლოს.