"ხელმძღვანელობას ვუთხარი, რომ ამ გუნდში მსურს თამაში", - შაქირიმ ლივერპულიდან წასვლის სურვილი ღიად გამოთქვა
„ლივერპულის“ ნახევარმცველმა ჩედრან შაქირიმ, გუნდის დატოვების სურვილი გამოთქვა.
„ხელმძღვანელობას ვუთხარი, რომ ახალი გამოწვევისთვის მზად ვარ. მათ ჩემი გადაწყვეტილება მიიღეს და შემოთავაზებების განხილვას შეუდგებიან.
ამ ზაფხულს „ლივერპული“ არ გამაჩერებს. მე იტალიაში დაბრუნებას და „ლაციოში“ თამაშს ვისურვებდი.“ - ციტირებს შაქირის სიტყვებს Corriere dello Sport.
29 წლის შაქირი მერსისაიდულ გუნდში 2018 წლიდან თამაშობს, იქამდე კი ის „სტოკ სიტიში“, „ინტერში“,„ ბაიერნსა“ და „ბაზელში“ თამაშობდა.
პორტალი Transfermarkt ფეხბურთელს 12 მილიონ ევროდ აფასებს, „ლივერპულთან“ მისი კონტრაქტი კი 2023 წლამდე მოქმედებს.