ავტორიზაცია

ფოტო: უეინ რუნი მორიგ სკანდალში გაეხვა - მას სკამზე ჩაეძინა, ნახევრად შიშველმა გოგოებმა კი ისარგებლეს და სურათები გადაიღეს

ფოტო: უეინ რუნი მორიგ სკანდალში გაეხვა - მას სკამზე ჩაეძინა, ნახევრად შიშველმა გოგოებმა კი ისარგებლეს და სურათები გადაიღეს
თარიღი 26 ივლ 2021, 17:09

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ექს-ფეხბურთელი და ამჟამად, „დერბის“ მწვრთნელი, უეინ რუნი, მორიგ სკანდალში გაეხვა.

სოციალურ ქსელში გავრცელდა რამდენიმე ფოტო, რომელზეც ინგლისელი სასტუმროს ნომერში სამ ნახევრდაშიშველ გოგონასთან ერთად არის გამოსახული.

ფოტოებზე უეინს სკამზე სძინავს, გოგონები კი მის ოთახში პრაქტიკულად შიშვლები პოზირებენ. 

როგორც ირკვევა, რუნი და მისი რამდენიმე მეგობარი წვეულებაზე „სოლფორდ სიტისთან“ (1:2) გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში მარცხის შემდეგ წავიდნენ.

ამ სურათების გასაჯაროვებამ რუნი ძალიან გააბრაზა და მან პოლიციას მიმართა, მტკიცებით, რომ ეს სურათები გადაიღეს მაშინ, როცა მას ეძინა, ანუ მისი ნებართვის გარეშე.

გარდა ამისა, მწვრთნელი დარწმუნებულია, რომ მუქარის მსხვერპლი გახდა. პოლიციამ გამოძიება უკვე წამოიწყო.