ავტორიზაცია

"არამგონია, გვარდიოლამ საერთოდ იცოდეს, რომ სიტის ფეხბურთელი ვარ", - მან.სიტის განათხოვრებული ფეხბურთელი

"არამგონია, გვარდიოლამ საერთოდ იცოდეს, რომ სიტის ფეხბურთელი ვარ", - მან.სიტის განათხოვრებული ფეხბურთელი
თარიღი 26 ივლ 2021, 17:29

„მანჩესტერ სიტის“ მცველმა, პედრო პორომ, რომელიც იჯარით ლისაბონის „სპორტინგში“ თამაშობს, აღიარა, რომ ხოსეპ გვარდიოლასთან არასდროს უსაუბრია.

„პეპ გვარდიოლათან არასდროს არ მილაპარაკია. არ მგონია, რომ მან საერთოდ იცოდეს, რომ „მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელი ვარ. 

არადა, ამ დროს, მან უნდა იცოდეს, რას ვაკეთებდი ან როგორ ვთამაშობდი.“ - ციტირებს პოროს სიტყვებს A Bola.

შეგახსენებთ, რომ პორო „მან.სიტიში“ „ჟირონადან“ 2019 წელს გადავიდა, რის შემდეგაც ერთი სეზონი იჯარით „ვალიადოლიდში“ გაატარა.

2020-ში მცველი ასევე იჯარით „სპორტინგში“ აღმოჩნდა, რომელთან ერთადაც პორტუგალიის ჩემპიონატი მოიგო.