ავტორიზაცია

ვეტერანი პორტუგალიელი მცველი კარიერას სერია ბ-ში გააგრძელებს

ვეტერანი პორტუგალიელი მცველი კარიერას სერია ბ-ში გააგრძელებს
თარიღი 26 ივლ 2021, 17:32

ვეტერანი პორტუგალიელი მცველი ბრუნო ალვეში უახლოეს პერიოდში სერია ბ-ს გუნდთან გააფორმებს კონტრაქტს.

39 წლის ფეხბურთელი სულ მალე „კროტონეში“ გადავა, რომელიც გასულ სეზონში ელიტაში თამაშობდა, სადაც ბოლო ადგილი დაიკავა და დივიზიონით დაქვეითდა.

თავად ალვეშმა გასული სეზონი „პარმაში“ გაატარა, რომელთან ერთადაც სერია ა-დან გავარდა და კონტრაქტი დაუმთავრდა.

ბრუნო ალვეშს პორტუგალიის ნაკრების შემადგენლობაში 96 მატჩი აქვს ჩატარებული.