ავტორიზაცია

დორტმუნდმა ჰოლანდიის ნაკრების ფორვარდის ტრანსფერი შეათანხმა — ფაბრიციო რომანო

დორტმუნდმა ჰოლანდიის ნაკრების ფორვარდის ტრანსფერი შეათანხმა — ფაბრიციო რომანო
თარიღი 26 ივლ 2021, 23:14

"პსვ"-ს თავდამსხმელს, დონიელ მალენს მალე "დორტმუნდის" ახალი ფეხბურთელის რანგში წარადგენენ.

22 წლის ჰოლანდიელმა ბორუსიელებთან 5-წლიანი კონტრაქტი შეათანხმა და გუნდში 2026 წლამდე დარჩება, იტყობინება ავტორიტეტული ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო.

ხელშეკრულება ყოველ სეზონში ანაზღაურების ეტაპობრივ ზრდას ითვალისწინებს.

როგორც აღინიშნება, ტრანსფერი "დორტმუნდს" 30 მილიონი ევრო დაუჯდა. ყველა დოკუმენტი უახლოეს პერიოდში გაფორმდება.

მალენმა გასულ სეზონში "პსვ"-ს მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 45 მატჩი ჩაატარა, 27 გოლი გაიტანა და 10 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.