ავტორიზაცია

ბუნდესლიგიდან ლა ლიგაში? — ჯერომ ბოატენგს სერიოზული მსურველი ჰყავს

ბუნდესლიგიდან ლა ლიგაში? — ჯერომ ბოატენგს სერიოზული მსურველი ჰყავს
თარიღი 26 ივლ 2021, 23:25

"ბაიერნის" ყოფილი მცველი, ჯერომ ბოატენგი, რომელიც ამჟამად თავისუფალი აგენტია, შეიძლება "სევილიას" შეუერთდეს, წერენ გერმანულ და ესპანურ პრესაში.

"რეკორდმაისტერში" გატარებული 10 წლის შემდეგ, გამოცდილ უკანახაზელს მიუნხენელებთან კონტრაქტის ვადა ამოეწურა და გუნდი უფასოდ დატოვა.

32 წლის ფეხბურთელმა გასულ სეზონში "ბაიერნის" მაისურით 27 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 2 გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

ცნობისთვის, Transfermarkt-ის ვერსიით, ბოატენგის სატრანსფერო ღირებულება ამჟამად 8,5 მილიონ ევროს შეადგენს.

VIDEO: გახსოვთ მესიმ ბოატენგი "მოჭრილი ხესავით" რომ წააქცია? ჰოლანდმა უპამეკანოს იგივე გაუკეთა