ავტორიზაცია

ჩელსიმ რეალისა და ტოტენჰემის სამიზნესთან ოფიციალური მოლაპარაკებები წამოიწყო - ფეხბურთელი თანახმაა, ჯერი კლუბებზეა

ჩელსიმ რეალისა და ტოტენჰემის სამიზნესთან ოფიციალური მოლაპარაკებები წამოიწყო - ფეხბურთელი თანახმაა, ჯერი კლუბებზეა
თარიღი 27 ივლ 2021, 18:04

ჩემპიონთა ლიგის მოგების მიუხედავად, თომას ტუხელის გუნდი გაძლიერების ვარიანტების ძიებაშია.

ავტორიტეტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ექსკლუზიური ინფორმაციით, ლონდონის „ჩელსი“ „სევილიას“ ფრანგი ცენტრალური მცველის, ჟულ კუნეს ტრანსფერზე აქტიურად მუშაობს.

ახალგაზრდა ფეხბურთელი მადრიდის „რეალის“ და „ტოტენჰემის“ სამიზნეცაა, თუმცა ესპანელები მისი შეძენის მიმართულებით ნაბიჯებს არ დგამენ, დეზებს კი კუნდემ უარი თავად უთხრა, რადგან ჩემპიონთა ლიგაზე სურს თამაში.

სიტუაციით ისარგებლა „ჩელსიმ“, რომელმაც ფეხბურთელის თაობაზე მოლაპარაკებები უკვე ოფიციალურად წამოიწყო.

რაც მნიშვნელოვანია, კუნდემ „ჩელსიში“ გადასვლის სურვილი თავადაც გამოთქვა და მზადაა, ესპანური ლა ლიგა ინგლისურ პრემიერ ლიგაზე გაცვალოს.

ახლა, ყველაფერი კლუბებზეა დამოკიდებული - თუ „ჩელსი“ და „სევილია“ ფასზე მორიგდებიან, ფრანგი ჟულ კუნდე „რეალში“ თანამემამულე რაფა ვარანის შესაცვლელად კი არა, „სტემფორდ ბრიჯზე“ ინგლისის დასაპყრობად გაემგზავრება.