ავტორიზაცია

ტორეირა: "არსენალში მეორე სეზონის მსვლელობისას ფსიქოლოგის დახმარება დამჭირდა"

ტორეირა: "არსენალში მეორე სეზონის მსვლელობისას ფსიქოლოგის დახმარება დამჭირდა"
თარიღი 27 ივლ 2021, 20:06

„ატლეტიკოში“ „არსენალიდან“ იჯარით მოთამაშე ნახევარმცველმა, ლუკას ტორეირამ აღიარა, რომ 2019/20-სეზონის მსვლელობისას, ფსიქოლოგს ხშირად სტუმრობდა.

„არსენალში მეორე სეზონის მსვლელობისას ფსიქოლოგის დახმარებას მივმართე, რადგან ძალიან მცირე სათამაშო დრო მეძლეოდა. ნამდვილად მიწირდა ამის მიღება, იმიტომ რომ ფეხბურთზე ჩემი ცხოვრებაა დამოკიდებული.

არ ვთამაშობდი და თავს მუდმივად ცუდად ვგრძნობდი. ამიტომ, ფსიქოლოგის სტუმრობა დავიწყე და პრობლემას მას ვუყვებოდი. ადრე, მკითხავდნენ: „რაა, ფსიქოლოგთან მიდიხარ? სრულ ჭკუაზე ხარ?“, ახლა კი, ხალხს ესმის მენტალური ჯანმრთელობის მნიშვნელობა.“ - აღნიშნა ურუგვაელმა ფეხბურთელმა.

სეზონის სტარტზე შუახაზელმა იჯარით ლონდონური გუნდი მადრიდულზე გაცვალა და გასულ სეზონში ესპანეთის ჩემპიონიც გახდა, თუმცა მნიშვნელოვანი როლი მას არც სიმეონეს გუნდში ეკავა.