ავტორიზაცია

ოფიციალურად: ლივერპულის ყოფილი მცველი მონპელიეში გადავიდა

ოფიციალურად: ლივერპულის ყოფილი მცველი მონპელიეში გადავიდა
თარიღი 27 ივლ 2021, 20:17

„ლივერპულის“ და „კრისტალ პალასის“ ექს-მცველი მამადუ სახო „მონპელიეში“ გადავიდა.

ინფორმაცია ფრანგული გუნდის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დაადასტურა.

31 წლის ცენტრალურმა მცველმა „მონპელიესთან“ ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ის გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

სახო „პსჟ-ს“ აღზრდილია, რომელშიც 2013 წლიდან თამაშობდა, რის შემდეგაც „ლივერპულში“ გადავიდა.

2016 წელს, მამადუ დოპინგ-სკანდალში გაეხვა, რის შემდაგაც „კრისტალ პალასში“ ჯერ იჯარით გადავიდა, შემდეგ კი „არწივებმა“ ის 28.2 მლნ ევროდ გამოისყიდეს.