ავტორიზაცია

უცნაური ფაქტი: ტრანსფერი ჯერ დადასტურებული არ არის, მალენი კი უკვე დორტმუნდთან ერთად ვარჯიშობს

უცნაური ფაქტი: ტრანსფერი ჯერ დადასტურებული არ არის, მალენი კი უკვე დორტმუნდთან ერთად ვარჯიშობს
თარიღი 27 ივლ 2021, 20:30

„პსვ-ს“ და ჰოლანდიის ნაკრების შემტევი, დონიელ მალენი, უკვე დორტმუნდის „ბორუსიასთან“ ერთად ვარჯიშობს, მიუხედავად იმისა, რომ ტრანსფერი ჯერ ოფიციალურად დადასტურებული არ არის.

22 წლის თავდამსხმელმა ვარჯიშებში მონაწილეობის მიღება „პსვ-ს“ თანხმობით მიიღო. 

მიუხედავად ამისა, კლუბებს ბოლო დეტალები ჯერ მოსაგვარებელი აქვთ, რის შემდეგაც, „ბორუსია“ ტრანსფერის დადასტურებას ოფიციალურადაც შეძლებს.

მალენს „აიაქსის“, „არსენალის“ და „პსვ-ს“ ახალგაზრდულ გუნდებში აქვს ნათამაშები, პროფესიონალურ დონეზე კი 2018 წლიდან ასპარეზობს.

ჰოლანდიის ნაკრებში დონიელს 2019 წლიდან იძახებენ. 2020/21-სეზონის ერედივიზიაში მალენმა 32 მატჩში 19 გოლი და 8 საგოლე გადაცემაც მიითვალა.