მორიგი ტრავმა - სერხიო რამოსის დებიუტი პსჟ-ში ისევ გადაიდო
„პსჟ-ს“ ახალწვეული სერხიო რამოსი, მშობლიურ „სევილიასთან“ ამხანაგურ შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებს.
პრესა ვარაუდობდა, რომ ესპანელის დებიუტი „პარიზის“ მაისურით სწორედ ანდალუსიური გუნდის წინააღმდეგ შედგებოდა.
თუმცა, სერხიოს ტრავმა ჯერ ბოლომდე მოშუშებული არ აქვს, რის გამოც ის მატჩის განაცხადში ვერ მოხვდა.
„სერხიო რამოსი ტრავმისგან გამოჯანმრთელების პროცესს აგრძელებს, რომელიც მან გასული კვირის ვარჯიშზე მიიღო. მისი დაბრუნება დაახლოებით ერთ კვირაშია მოსალოდნელი.“ - ნათქვამია კლუბის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ რამოსი „პსჟ-ს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, მას შემდეგ რაც „რეალში“ გატარებული 16 წლის შემდეგ, ამ გუნდთან კონტრაქტი ამოეწურა.