ავტორიზაცია

სახალხოდ ერთი იწერება, რეალობა კი სულ სხვაა - იუნაიტედი პოგბას ამ ზაფხულსვე გაყიდის?

სახალხოდ ერთი იწერება, რეალობა კი სულ სხვაა - იუნაიტედი პოგბას ამ ზაფხულსვე გაყიდის?
თარიღი 27 Jul 2021, 20:43

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველი პოლ პოგბა, დიდი ალბათობით, გუნდს ამ ზაფხულს დატოვებს.

ESPN-ს ინფორმაციით, მანჩესტერულ კლუბს ეჭვი ეპარება, რომ ფრანგი შუახაზელი გუნდთან კონტრაქტის გახანგრძლივებას დათანხმდება.

სახალხოდ იწერება, რომ ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები გრძელდება, მაგრამ რეალობა ის არის, რომ „იუნაიტედი“ მზადაა ფეხბურთელი ამ ზაფხულსვე გაუშვას, თუ „პსჟ“ მისი შეძენით რეალურად ინტერესდება და ამ მიმართულებით ნაბიჯებსაც გადადგამს.

მოქმედი კონტრაქტი პოგბას გუნდთან 2022 წლის ზაფხულში ეწურება და „იუნაიტედს“ არ სურს, თავის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი სრულიად უფასოდ უკვე მეორედ დაკარგოს.

იანვრიდან, პოგბას ნებისმიერ გუნდთან მოლაპარაკებების წარმოება „იუნაიტედისგან“ დამოუკიდებლად შეეძლება.

„პსჟ-ს“ პოლისადმი ინტერესის შესახებ საკმაოდ ბევრი იწერება და ისიც ითქვა, რომ თავად პოგბას ამ გუნდში კარიერის გაგრძელება ძალიან სურს.