ავტორიზაცია

რაფაელ ვარანი - მანჩესტერ იუნაიტედში! ტრანსფერის და პირადი კონტრაქტის მნიშვნელოვანი დეტალები ცნობილია

რაფაელ ვარანი - მანჩესტერ იუნაიტედში! ტრანსფერის და პირადი კონტრაქტის მნიშვნელოვანი დეტალები ცნობილია
თარიღი 27 ივლ 2021, 22:26

ინგლისურმა გუნდმა დაადასტურა, რომ მადრიდის „რეალთან“ ვარანის ტრანსფერზე პრინციპულ შეთანხმებას მიაღწია.

ფრანგი ფეხბურთელი „წითელ ეშმაკებთან“ კონტრაქტს სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ გააფორმებს.

პრესის ინფორმაციით, „რეალმა“ ამ ტრანსფერისგან 50 მილიონი ევრო + ბონუსები მიიღო. ახალ გუნდთან ფრანგი 4+1 სისტემით გააფორმებს ხელშეკრულებას, მისი წლიური ხელფასი კი 12 მილიონი ევრო იქნება (მადრიდში, ისევ პრესის ინფორმაციით, ის 6 მილიონს იღებდა).

„თეთრები“ სერხიო რამოსის წასვლის შემდეგ ვარანის დაკარგვას არ აპირებდნენ და მას ახალი კონტრაქტიც შესთავაზეს, თუმცა მან შემოთავაზებები დააიგნორა, რადგან ახალი გამოცდილების მიღება სურდა სხვა ჩემპიონატში.

საბოლოოდ, „რეალმა“ მისი გაყიდვა გადაწყვიტა, რათა მომავალ ზაფხულს ის თავისუფალი აგენტის სტატუსით არ წასულიყო.

რაფაელ ვარანი „რეალმა“ 2011 წელს „ლანსიდან“ 10 მილიონ ევროდ შეიძინა. ესპანეთის დედაქალაქში გატარებულ 10 წელიწადში, ფრანგმა 360 მატჩი ჩაატაირა, 17 გოლი გაიტანა, მიითვალა 7 ასისტი, მიიღო 24 ყვითელი და ერთი წითელი ბარათი.

ვარანის აქტივში „რეალის“ მაისურით 18 მოგებული ტიტულია, რის ხარჯზეც ის „მადრიდის“ ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელების ათეულში შედის.