ავტორიზაცია

კრიშტიანუ რონალდუს და კოვიდის გამო ჰოსპიტალიზებულია, ოქტომბერში მან ამ ვირუსს ყველაზე დიდი ტყუილი უწოდა

კრიშტიანუ რონალდუს და კოვიდის გამო ჰოსპიტალიზებულია, ოქტომბერში მან ამ ვირუსს ყველაზე დიდი ტყუილი უწოდა
თარიღი 27 Jul 2021, 23:14

„იუვენტუსის“ ფორვარდის, კრიშტიანუ რონალდუს და, კატია ავეირუ, კორონავირუსის გამო ჰოსპიტალიზებულია.

„ყველაზე ნაკლებად ასეთი პოსტის დაწერა მინდოდა. ვცდილობდი, ბოლო დღეებში ეს არ გამეკეთებინა, მაგრამ სიახლეები მალე ვრცელდება და იმათ საპატივცემლოდ, ვინც აქტიურად მადევნებს თვალს და ჩემზე ნერვიულობს, სიმართლეს ვიტყვი.

ჯანდაბა, 17 ივლისიდან სახლში, იზოლაციაში ვიყავი, ყველაფერი კარგად იყო და სიმპტომები თითქმის არ მქონია, თუმცა, პროტოკოლის დაცვით, სახლში ვრჩებოდი.

სამწუხაროდ, 23 რიცხვში უარესად გავხდი. ამ ჯანდაბა ვირუსის გამო პნევმონია დამეწყო.

მოკლედ, ჰოსპიტალიზებული ვარ, აქ ვარ და ვაკეთებ ყველაფერს სწორად, ვჯანმრთელდები ღმერთის და ექიმების დამსახურებით. ეს წყეული ვირუსი ვერ დამღუპავს. უკეთ ვარ.“ - წერს ავეირუ.

2020 წლის ოქტომბერში, როცა კოვიდი კრიშტიანუ რონალდუს დაუდგინდა, კატია ავეირუმ სოციალურ ქსელში დაწერა: „ყველაზე დიდი ტყუილი მსოფლიოში. თუ კრიშტიანუს ხალხის გამოღვიძება უწერია, მაშინ ის ღმერთის გამოგზავნილია.“