ავტორიზაცია

VIDEO: უხვგოლიანი მატჩი - პსჟ სევილიასთან მარცხს ბოლო წუთებზე გადაურჩა

თარიღი 28 ივლ 2021, 09:15

ამხანაგურ მატჩში ერთმანეთს „სევილია“ და „პარი სენ-ჟერმენი“ დაუპირისპირდნენ.

შეხვედრა პორტუგალიაში სტადიონ „ალგარვეზე“ გაიმართა და ფრედ 2:2 დასრულდა.

მატჩის მე-40 წუთზე ანგარიში ივან რაკიტიჩმა გახსნა, რომელმაც პენალტი ზუსტად შეასრულა.

ტაბლოზე ციფრები მეორე ტაიმის დასაწყისში, მაურო იკარდის გოლი თგათანაბრდა. ნახევარმცველმა ოსკარ როდრიგესმა „სევილია“ ისევ წინ გაიყვანა, საბოლოო ანგარიში კი კენი ნაჟერამ დააფიქსირა, მატჩის 88-ე წუთზე.

„სევილიას“ აღზრდილმა მცველმა სერხიო რამოსმა, ამ მატჩში მონაწილეობა ტრავმის გამო ვერ მოახერხა.

გუნდები ამ მატჩში შემდეგი შემადგენლობებით თამაშობდნენ.

„პსჟ“: კეილორ ნავასი, ჰაკიმი, კერერი, ბიტშიაბუ, კურზავა, ერერა, გეიე, დინა ებიმბე, დრაქსლერი, იკარდი, გარბი

შეცვლაზე შემოსულები: აბდუ დუალო, არნაუდ კალიმუენდო, ხავი საიმონსი, ბენდიგუ ფადიგა, ედვარ მიშუ, კენი ნაჟერა, ტედი ალო, ნატან ბიტუმაზალა, ალექსანდრ ფრესანჯი

„სევილია“: ბონო, კარმონა ნავარო, გვიდელი, რეკიკი, ხესუს ნავასი, ჟორდანი, რაკიტიჩი, ოკამპოსი, ოსკარი, სუსო, ენ-ნესირი

შეცვლაზე შემოსულები: მუნირ ელ ჰადადი, ალეხანდრო პოზო, უსამა იდრისი, პაბლო პერესი, ხუან მიგელ გარსია როკა, ხუან ლუის სანჩეს ვალესკო, პედრო ორტიზი, ივან რომერო დე ავილა, ლუის ასპარ მაია.