ავტორიზაცია

სიტი ასტონ ვილასთვის ასტრონომიულ შეთავაზებას ამზადებს

სიტი ასტონ ვილასთვის ასტრონომიულ შეთავაზებას ამზადებს
თარიღი 28 ივლ 2021, 15:00

„მანჩესტერ სიტი“ მზადაა ჯეკ გრილიშის თაობაზე „ასტონ ვილას“ მიმართოს.

Daily Mail-ის ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში „ქალაქელები“ ბირმინგემულ კლუბს ფეხბურთელის სანაცვლოდ 88 მილიონ ევროს და ბონუსებს შესთავაზებენ.

„ასტონ ვილას“ საკუთარ კაპიტანთან განშორების სურვილი არ აქვს და მაინც 100 მილიონ ფუნტს ითხოვს, რაც დაახლოებით 117 მილიონი ევროა.

ამავდროულად, ვილა დღემდე იმედოვნებს, რომ გრილიშთან კონტრაქტის გახანგრძლივებას და მის გუნდში შენარჩუნებას მოახერხებს.

გრილიში „ასტონ ვილას“ აღზრდილია და გუნდში 2012 წლიდან ასპარეზობს, გასული წლის შემდეგ კი მას ნაკრებშიც იძახებენ. 

პრემიერ ლიგის გასულ სეზონში მან 26 მატჩში 6 გოლი და 12 საგოლე გადაცემა მიითვალა.