ლაუტარო მარტინესს პრემიერ ლიგიდან მსურველი ჰყავს
მილანის „ინტერის“ თავდამსხმელმა ლაუტარო მარტინესმა კარიერა შესაძლოა ინგლისის ჩემპიონატში გააგრძელოს.
The Telegraph-ის ინფორმაციით, არგენტინელი ფეხბურთელის გადაბირებით ლონდონის „არსენალი“ ინტერესდება, რომელმაც „ნერაძურის“ ლაუტაროს თაობაზე უკვე მიმართა.
„მეთოფეებს“ შეტევის გაძლიერება სურთ და მთავარ სამიზნედ სწორედ მარტინესი ამოირჩიეს.
შეგახსენებთ, რომ მარტში „ინტერმა“ ექვსი ფეხბურთელის თაობაზე შემოსული შემოთავაზება გაისტუმრა უარით, მათ შორის იყო - ლაუტარო მარტინესიც, რომლითაც კერძოდ „ბარსელონა“ ინტერესდებოდა.
მარტინესი „ინტერში“ 2018 წელს 25 მილიონ ევროდ გადავიდა.