ლაშა ბექაური: "კახაბრიშვილი მსოფლიოს საუკეთესო ექიმია!"
90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ქართველი ძიუდოისტი ლაშა ბექაური ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.
დაჯილდოების შემდეგ, 21 წლის სპორტსმენმა საქართველოს ნაკრების ექიმზე, ზურაბ კახაბრიშვილზე ისაუბრა
"ზურაბ კახაბრიშვილი მსოფლიოში საუკეთესო ექიმია, რადგან ერთი თვის წინ ბუდაპეშტში მხარი ძლიერად დავიზიანე და ტოკიოში მონაწილეობა საეჭვო იყო.
მისი წყალობით დღეს თავს მშვენივრად ვგრძნობ და შევძელი ჩემი საუკეთესო ძიუდოს ჩვენება. ახლა ოლიმპიური ჩემპიონი ვარ, ცხოვრება მშვენიერია", - განაცხადა ბექაურმა.