"ბუნებრივია უნდათ, რომ სათანადოდ გადავუხადოთ", - ბაიერნის პრეზიდენტმა გორეცკას და კიმიხის კონტრაქტებზე ისაუბრა
„ბაიერნის“ პრეზიდენტმა ჰერბერტ ჰაინერმა, იოზუა კიმიხთან და ლეონ გორეცკასთან კონტრაქტის სიტუაციებზე ისაუბრა.
„ბაიერნს ყოველთვის დიდი მიზნები აქვს. გასულ წელს ჩემპიონთა ლიგა მოვიგეთ და ჩემპიონები ზედიზედ მეცხრედ გავხდით. ამისათვის კი სათანადო ფეხბურთელებია საჭირო.
სანე და ერნანდესი - შესანიშნავი ფეხბურთელები არიან, ამიტომ მათთვის კარგი ფულის გადახდაცაა საჭირო. იგივე შემთხვევაა გორეცკაც და კიმიხიც, ამიტომ, ბუნებრივია, მათ სურთ, რომ სათანადო ფული გადავუხადოთ.
ჩვენ მათთან კონსტრუქტიულ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ და დარწმუენბულები ვართ, რომ ახალ სეზონში და მომავალში ჩვენ გვეყოლება გუნდი, რომელსაც ყველა ტურნირის მოგება შეეძლება.
ამჯამად კიმიხთან და გორეცკასთან კონტრაქტის გაფორმების ვადები არ არსებობს. ფეხბურთელებმა ევროპის ჩემპიონატზე ითამაშეს, რის შემდეგაც შვებულებაში იყვნენ. ახლა, ისინი მიუნხენში დაბრუნდნენ და მატჩებში მონაწილეობაც შეეძლებათ. იმედია, გადაწყვეტილებას უახლოეს კვირებში მივიღებთ.“ - ციტირებს ჰაინერის სიტყვებს SPOX.
გორეცკას „ბაიერნთან” კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში ეწურება და მისი გადაბირების სურვილი უკვე გამოთქვა მადრიდის „რეალმა“, კიმიხი კი „ბაიერნთან“ 2023 წლამდეა დაკავშირებული.