ოფიციალურად: იუვენტუსმა თავდამსხმელი თანაქალაქელ ტორინოში გაუშვა

„იუვენტუსმა“ თავდამსხმელი მარკო პიაცა „ტორინოში“ იჯარით გაუშვა, იტყობინება ბიანკონერის ოფიციალური ვებ-გვერდი.
„მარკო პიაცა მომავალ სეზონს იჯარით „ტორინოში“ გაატარებს. ხელშეკრულება 2022 წლის 30 ივნისამდე გაფორმდა.
ამასთანავე, „ტორინოს“ ფეხბურთელის გამოსყიდვაც შეეძლება.“ - ნათქვამია „იუვეს“ განცხადებაში.
პიაცა „იუვენტუსში“ 2016 წლიდან თამაშობს, 2019/20-სეზონი მან იჯარით ანდერლეხტში გაატარა, გასული სეზონი კი - ჯენოაში.
იუვენტუსის მაისურით ფეხბურთელმა ჯამში 21 მატჩი ჩაატარა და მხოლოდ 1 გოლი გაიტანა.