ავტორიზაცია

ცნობილია პირველი შეთავაზება, რომლითაც ჩელსიმ სევილიას ჟულ კუნდეს თაობაზე მიმართა

ცნობილია პირველი შეთავაზება, რომლითაც ჩელსიმ სევილიას ჟულ კუნდეს თაობაზე მიმართა
თარიღი 28 ივლ 2021, 23:47

„ჩელსი“ და „სევილია“ ესპანური გუნდის ფრნაგი მცველის, ჟულ კუნდეს ტრანსფერეზე მოლაპარაკებებს აგრძელებენ.

როგორც ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო „ტვიტერში“ წერს, ლონდონურმა კლუბმა ანდალუსიელებს 22 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 30-35 მილიონი ევრო და კურტ ზუმა შესთავაზა.

მხარეებს სურთ, რომ სწორედ ასეთ ფორმატზე შეჩერდნენ - ფეხბურთელების გაცვლაზე, „ჩელსის“ მხრიდან თანხის დამატებით.

როგორც ცნობილია, კუნდეს მთავარი მოტივი ჩემპიონთა ლიგაზე თამაშია, რის გამოც მან „ტოტენჰემისა“ და „სევილიას“ შეთანხმება ჩაშალა, როცა მხარეებს ფრანგის ლონდონში გადაბარგება თითქმის გაფორმებული ჰქონდათ.

კუნდე „სევილიას“ მაისურს 2019 წლიდან ატარებს, იქამდე კი ის „ბორდოში“ ასპარეზობდა. გასულ სეზონში ფრანგმა პრიმერას 34 მატჩში 2 გოლი და 1 ასისტი მიითვალა და ასევე 4 ყვითელი ბარათიც მიიღო.