ავტორიზაცია

რობერტო კარლოსმა ევრო 2020-ს საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

რობერტო კარლოსმა ევრო 2020-ს საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა
თარიღი 29 ივლ 2021, 09:22

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა მცველმა, რობერტო კარლოსმა, ევრო 2020-ს საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა.

„ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი ლუკ შოუ იყო, მან ასე უნდა გააგრძელოს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია.

ევრო 2020-ს ყველა შეხვედრას ვუყურე და ინგლისის ნაკრები ძალიან კარგად გამოიყურებოდა. მარცხი - თამაშის ნაწილია და იმედი მაქვს, ისინი მსოფლიო ჩემპიონატზეც კარგად იასპარეზებენ.

თუ ისინი ამ სტანდარტის შესაბამისები იქნებიან, თასის მოგებასაც შეძლებენ.“ - აღნიშნა ბრაზილიელმა ექს-ფეხბურთელმა.

ინგლისის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ფინალამდე მივიდა, სადაც იტალიასთან პენალტების სერიაში დამარცხდა.

ლუკ შოუმ ამ ტურნირზე 6 მატჩი ჩაატარა, რომლებშიც 1 გოლი და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა.