ავტორიზაცია

ცნობილია ხელფასი, რომელიც კუნდემ ჩელსისთან შეათანხმა

ცნობილია ხელფასი, რომელიც კუნდემ ჩელსისთან შეათანხმა
თარიღი 29 ივლ 2021, 09:26

ცნობილია ხელფასი, რომელიც „სევილიას“ მცველმა ჟულ კუნდემ „ჩელსისთან“ შეათანხმა.

ჟურნალისტ ნიკოლო სკირას ინფორმაციით, ფრანგი ფეხბურთელი „პენსიონერებთან“ 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, მისი წლიური ანაზღაურება კი 4 მილიონი ევრო + ბონუსები იქნება.

იქამდე, ინსაიდერი ფაბრიციო რომანო იტყობინება, რომ „ჩელსიმ“ ანდალუსიურ გუნდს კუნდეს სანაცვლოდ 30-35 მილიონი ევრო და კურტ ზუმა შესთავაზა. მხარეებისთვის პრიორიტეტული სწორედ ასეთი გარიგებაა - თანხა და ფეხბურთელი.

როგორც ცნობილია, კუნდესთვის ჩემპიონთა ლიგის გადასვლა პრიორიტეტულია, რის გამოც მან რამდენიმე კვირის წინ უარით ლონდონის „ტოტენჰემი“ გაისტუმრა.

პრესა კუნდეს მადრიდის „რეალსაც" უკავშირებდა და ამბობდნენ, რომ მადრიდელები მას რაფაელ ვარანის შემცვლელად მოიაზრებდნენ, თუმცა ბოლო ინფორმაციით, „რეალი" ვარანის შემცვლელად არავის შეძენას არ აპირებს.