ავტორიზაცია

VIDEO: პორტუ - რომას ამხანაგური მატჩის დროს მხითარიანმა და პეპემ კინაღამ ხელჩართულად იჩხუბეს

თარიღი 29 ივლ 2021, 18:16

28 ივლისს გაიმართა ამხანაგური მატჩი, რომელშიც „რომა“ და „პორტუ“ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.

შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა, იტალიელთაგან გოლი მცველმა ჯანლუკა მანჩინიმ გაიტანა, პორტუგალიელებში კი თავი ნახევარმცველმა ვიტორ ფერეირამ გამოიჩინა.

მატჩის დროს, „პორტუს“ მცველმა პეპემ, „რომას“ ნახევარმცველ ჰენრიხ მხითარიანის წიანაღმდეგ იუხეშა. ამის გამო, სომეხი ვეტერან პორტუგალიელს თავს დაესხა და ჩხუბის წამოწყება სცადა. ფეხბურთელები თანაგუნდელებმა გააშველეს.