ავტორიზაცია

ლუკაკუმ ჩელსის მოუსმინა, მაგრამ ზრდილობიანი უარით გაისტუმრა - იტალიური პრესა

ლუკაკუმ ჩელსის მოუსმინა, მაგრამ ზრდილობიანი უარით გაისტუმრა - იტალიური პრესა
თარიღი 29 ივლ 2021, 20:20

„ჩელსი“ გუნდში თავისი ექს-ფეხბურთელის დაბრუნებას აქტიურად ცდილობდა.

La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, „ჩელსის“ ხელმძღვანელობა „ინტერის“ ფორვარდ რომელუ ლუკაკუს დაუკავშირდა და სარფიანი შემოთავაზება გაუკეთა - წლიურად ხელფასის სახით 10 მილიონ ევროზე მეტი.

ცნობისთვის, ლუკაკუ ამჟამად „ინტერში“ წლიურად 7.5 მილიონ ევროს იღებს.

ბელგიელმა „ჩელსის“ ზრდილობიანი უარი უთხრა და აგრძნობინა, რომ საკუთარ თავს ამჟამად მხოლოდ „ინტერში“ ხედავს - ანალოგიური გადაწყვეტილების შესახებ ამცნო მან უშუალოდ „ნერაძურის“ ხელმძღვანელობასაც.

ლუკაკუ „ჩელსის“ 2011-2014 წლებში ეკუთვნოდა, „ინტერში“ კი 2019 წლიდან ასპარეზობს.