ავტორიზაცია

არეოლა პრემიერ ლიგაში რჩება - პსჟ-მ მეკარე ისევ გაანათხოვრა

არეოლა პრემიერ ლიგაში რჩება - პსჟ-მ მეკარე ისევ გაანათხოვრა
თარიღი 29 ივლ 2021, 20:23

„პსჟ-ს“ მეკარე ალფონს არეოლა იჯარით პრემიერ ლიგის მორიგ გუნდში გადავიდა.

პარიზულმა გუნდმა მისი „ვესტ ჰემში“ ერთი წლით განათხოვრება ოფიციალურად დაადასტურა.

„ბედნიერი ვარ. ლონდონი შესანიშნავი ადგილია ცხოვრებისთვის და მუშაობისთვის და აშკარაა, რომ პრემიერ ლიგა - მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ტურნირია, რომელში მონაწილეობაც გასულ სეზონში ძალიან მომეწონა.

„ვესტ ჰემმა“ კარგი სეზონი ჩაატარა. ევროპა ლიგაზე, პრემიერ ლიგაში და ორ თასზე ვითამაშებთ, ეს რთული და ხანგრძლივი სეზონი იქნება, მაგრამ მგონია, რომ მისით ერთად ვისიამოვნებთ.“ - ციტირებს ფრანგის სიტყვებს კლუბის პრესსამსახური.

გასული სეზონი არეოლამ ასევე იჯარით „ფულემში“ გაატარა.